LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძე: „პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე, ერთ-ერთი ქვეყანა ათ მილიონს მთავაზობდა… ჩემთვის ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს…“

743
ლაშა ტალახაძე

ცნობილი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, რომელმაც არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, ჰქონდა თუ არა შემოთავაზება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმისა და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის თაობაზე:

„შემოთავაზება რომ მქონდა, პირველ რიგში, ის მეფიქრებოდა, სხვა ქვეყნის დროშა როგორ უნდა ავწიო-მეთქი. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო – ვერა, ამას ვერ გავაკეთებ! მაგრამ სულ მაინტერესებდა, რამდენს მთავაზობდნენ (იცინის). პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე,  ერთ-ერთი ქვეყანა ათ მილიონს მთავაზობდა, ბოლო პერიოდში კი ხუთ მილიონზეც იყო საუბარი. ჩემთვის ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს. ჩემთვის, საქართველოს გარდა, არანაირი სხვა სამშობლო არ არსებობს“.

რას ნანობს ლაშა ტალახაძე: „არაფერ შუაში ვარ მე პოლიტიკასთან და ვფიქრობ, რომ არც არასდროს ვიქნები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g