LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაშასთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, ბევრი რამ ვისწავლეთ ერთად… ჩემს ცხოვრებაში არავინ არ არის…“ – როგორო მამაკაცი წარმოუდგენია გვერდით მოდელ მარიამ კეკუას

722
684d9c04-a3f7-46ef-8e5f-8b1f232ce1cf

მოდელი მარიამ კეკუა და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური საზოგადოებისთვის ცნობილი წყვილი იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის წინ ისინი დაშორდნენ. დაშორების მიზეზი უცნობია. მარიამი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს იმას, რომ ახლა მარტოა, თუმცა ყოფილ შეყვარებულზე საკმაოდ თბილად საუბრობს. მარიამთან საუბარი პროფესიით დავიწყეთ და პირადზეც დავუსვით შეკითხვები.

მარიამ, საუბარი დავიწყოთ შენი სამოდელო კარიერით. ახლახან მოდის კვირეულზე გამოხვედი. როგორ ჩაიარა და როგორც მოდელს, პოდიუმზე გამოსვლა უფრო გირჩევნია თუ ფოტოგადაღებები?

უკეთესადაც შეიძლებოდა ჩავლილიყო მოდის კვირეული, თუმცა საქართველოში ორგანიზატორებში ძალიან იშვიათად გვიმართლებს. პოდიუმზე გამოსვლა და ფოტოსესია ორი განსხვავებული მიმართულებაა მოდელინგში და უფრო რომელი მირჩევნია, ასე არ ვიცი, დამოკიდებულია მიზნებზე, პირად ხასიათზე და კარიერულ სტრატეგიაზე. თუმცა ალბათ მეტად მომწონს ცოცხალი ენერგია და აღიარება, პოდიუმზე პირდაპირი კონტაქტი გაქვს აუდიტორიასთან, დიზაინერთან და მედიასთან, იქ მიღებული შთაბეჭდილება ხშირად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ფოტოზე. პრესტიჟი და კარიერული გავლენა, პროფესიონალიზმის მაჩვენებელი, მე უფრო „რანვეის” გოგო ვარ.

აქტიური ხარ სოციალურ ქსელებში. ყველაზე ხშირად რას გწერენ და რის შესახებ გისვამენ კითხვებს შენი გამომწერები და რა აინტერესებთ შენ შესახებ? რა მასალას უზიარებ მათ?

ჩემს გამომწერებს აინტერესებთ ყველაფერი და მეც ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი წარმატება და ყოველი ახალი ნაბიჯი გავუზიარო მათ.

ამას წინათ საუბრობდი იმის შესახებ, თუ როგორ გათავისუფლდი ცხოვრებაში ზედმეტი ადამიანებისგან. კონკრეტულად რას გულისხმობდი ამ ფრაზის ქვეშ?

ზრდასთან ერთად ადამიანები იცვლებიან, ჩემს ცხოვრებაში ზოგი დროებით შემოდის,ზოგი სამუდამოდ რჩება. გათავისუფლება ზედმეტი ადამიანებისგან ნიშნავს, რომ მე ვირჩევ ზრდას და შინაგან სიმშვიდეს, დავიწყე საკუთარი სივრცის, ენერგიისა და ემოციური სიმშვიდის დაცვა იმ ადამიანებისგან, ვინც აღარ მაძლევს პოზიტიურ გავლენას.

საზოგადოებამ კარგად იცის შენი და მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ბექაურის ურთიერთობის შესახებ, დიდი ხნის განმავლობაში იყავით შეყვარებულები. რამ გამოიწვია თქვენი დაშორება?

ლაშასთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, ბევრი რამ ვისწავლეთ ერთად, თითქმის ერთად გავიზარდეთ, ლაშა უზომოდ კარგი ადამიანი მსმენელი და მრჩეველია, ჩვენ ყოველთვის გვაქვს და გვექნება ერთმანეთის იმედი ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხში.

ხომ არ არის შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც გაინტერესებს?

ჩემს ცხოვრებაში არავინ არ არის, საკუთარი თავის გაზრდაზე, წარმატებაზე და განათლებაზე ვარ ორიენტირებული.

როგორმა მამაკაცმა შეიძლება მოგხიბლოს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას?

მამაკაცი უნდა გააჩნდეს ქალის მიმართ პატივისცემა, ღირსება, მიზნები, ურთიერთგაგება და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანებო, გაუფრთხილდით ერთმანეთს და იქნებით ბედნიერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g