LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატარიაში გამარჯვებულს მოგებული ჯეკპოტი გადაეცა

144

ლოტოს 674-ე გათამაშების ჯეკპოტის გამარჯვებულს მოგებული თანხა ოფიციალურად გადაეცა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, კუთვნილი მოგება,  გამარჯვებულ რომან სარალიძეს 16 ივლისს, 13:00სთ-ზე  საქართველოს ლატარიის კომპანიის ”ბეთინგ ცენტრში” გადაეცა.

”მოგეხსენბათ, რომ მისმა იღბლიანმა ბილეთმა  პირველ ივლისს,  ლოტო 6/36 -ის გათამაშებაში პირველი კატეგორია, ანუ ჯეკპოტი 2,077,529 ლარი მოიგო. მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა – 4 , 9 , 10 , 15 , 27 , 31”, – განაცხადეს საქართველოს ლატარიის კომპანიაში.

მათივე ცნობით, ლოტოს წესების მიხედვით, ბილეთმა გაიარა ვალიდაციის პროცედურა, გამარჯვებულმა გახსნა პირადი ანგარიში ბანკში, სადაც ჩაერიცხება კუთვნილი მოგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები