აშშ-ში მამაკაცმა ლატარიაში მილიონი დოლარი ოთხი წლის განმავლობაში მეორედ მოიგო.
სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, იღბლიანი გამარჯვებული ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ ეშვილში მცხოვრები ბობი უაიტია.
ეს უკვე მეორე დიდი მოგებაა, რომელიც მამაკაცის ანგარიშზე ირიცხება. პირველად ამერიკელმა ლატარია ოთხი წლის წინ მოიგო. მაშინ საპრიზო თანხა ორი მილიონი დოლარი იყო.
მიუხედავად დიდი წარმატებისა, უაიტმა თამაში მოგების შემდეგაც არ შეწყვიტა. ახლა ის უფრო ძვირიან ბილეთებს ყიდულობს. მაგალითად, ბილეთი, რომელმაც მას მილიონი მოუტანა, 30 დოლარი ღირდა.
თუ რაში დახარჯავს მამაკაცი მოგებულ თანხას, ამის თქმა მან ლატარიის ორგანიზატორებისთვის არ ისურვა.