რამდენიმე კვირის წინ, ლოს-ანჯელესში American Music Awards გაიმართა, ამ დღეებში კი ანგელოზთა ქალაქმა კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლა.
Latin American Music Awards-სს, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა ლათინოამერიკული შოუბიზნესის თითქმის ყველა წამყვანი სახე დაესწრო.
ტრადიციულად, დაჯილდოების ოფიციალურ ნაწილამდე ვარსკვლავებმა თავი წითელ ხალიჩაზე მოიყარეს.
ბეკი ჯი, მალუმა, სტივ აოკი, ლესლი გრეისი, ლუდაკრისი, გლორია ტევი – ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ,,დოლბის თეატრის” წინ ფოტოგრაფები ჩაუსაფრდნენ.
გთავაზობთ ფოტოებს Latin AMAs-ის წითელი ხალიჩიდან: