ლატვია ევროკავშირში რუსეთს მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
მან დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასტიკი მკვლელობა და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საშინელებები“.
„ევროკავშირმა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო დამფინანსებლად უნდა განიხილოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ წინადადებას რუსეთს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის დაწესების შესახებ“, – განაცხადა რინკევიჩმა.
I condemn brutal murder of Ukrainian POWs by Russian Armed Forces in #Olenivka and ongoing atrocities committed by the Russian military against #Ukraine. #EU must consider #Russia as state sponsor of terrorism, I reiterate proposal to impose EU tourist visa ban for ?? citizens
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) July 30, 2022