LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიაში 20 წლამდე მოწევა იკრძალება

131
5d2c40b5bc194b0853f48ef915a8d10e

2025 წლიდან ლატვიაში თამბაქოს ნაწარმს ან მათ შემცვლელებს (მაგალითად ელექტრო სიგარეტს) 20 წლამდე ახალგაზრდები ვეღარ იყიდიან. ამჟამად არსებული კანონის მიხედვით თამბაქოს ყიდვა 18 წლიდანაა ნებადართული, წერს Saeima.

20 წლამდე ლატვიელები მოწევისთვის აუცილებლად დაჯარიმდებიან და პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა 15 ევრო იქნება. ანალოგიური ჯარიმა იმოქმედებს თამბაქოსა თუ მისი შემცვლელის შეძენისა და შენახვისთვის.

გამყიდველებს კი თავის მხრივ 280-იდან 700 ევრომდე თანხით დააჯარიმებენ, იურიდიულ პირებს 700-იდან 7100 ევრომდე მოუწევთ გადახდა.

შეგახსენებთ, რომ მოწევა ევროპაში ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები