რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანში ქუთაისელ მოხალისეებს ლატვიელი ტურისტი ეხმარება.
ამასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„ლატვიელი ტურისტის ამბავი ხომ გახსოვთ, მესტიაში რომ იყო ჩასული კლუბ თეთნულდის ბიჭებთან. მეწყერის ამბები გაიგო დარჩა და დადის სოფელ-სოფელ.
დღეს მოხვდა ვანში, სოფელ ყუმურში. დანარჩენი ვიდეოშია:))“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.