ლატვია საქართველოში არჩევნების შესახებ ევროკავშირის მინისტრების განცხადებას უერთდება.
„ლატვია საქართველოს შესახებ განცხადებას შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი საარჩევნო დარღვევების სერიოზულობას ძალიან სუსტად აღწერს. და – დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა ლატვიის ან ევროკავშირის“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში.
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს – შვედი მინისტრი
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „საარჩევნო მთლიანობის დარღვევა“ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან „მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება“ და ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია.
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს
ამასთან, განცხადებაში მინისტრებმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის „უდროო ვიზიტი“ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.