LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლატვიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სრული დაფინანსებით, მაგრამ ვერ წავიდა, პარალიზებულია.. ბებო, რომ შეგხვდები შენთან უნდა ვიცეკვოო. ორივე ფეხით შემოდითქო ვუთხარი..“ – გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება

342
ზაალ დუგლაძე (3)

ნანუკას ფონდი გიორგიზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. იმისთვის, რომ ახალგაზრდა ბიჭი გამოჯანმრთელდეს 100 ათასი ლარი სჭირდება.

გიორგი ზუგდიდში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის ბოლო წელი აშშ-ში გაატარა, იქ ფლექსის პროგრამით გაემგზავრა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ლატვიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა სრული დაფინანსებით.

უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე, ზაფხულში ბებიასთან იყოფებოდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

გიორგი ახლა პარალიზებულია და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში წევს. მას მკურნალობისთვის 100 ათასი ლარი სჭირდება.

„უნივერსიტეტშიც ვერ წავიდა.. დილით შევედი მასთან.. ცოტა ხანი დამიწექი და მომეფერეო მეუბნებოდა. მე გაგიღებ ბებო კარს მეთქი, მე შეგხვდები პირველად და შენთან უნდა ვიცეკვოო. ორი ფეხით შემოდი მეთქი ვუთხარი.. “, – ამბობს გიორგის ბებია.

თიბისი ბანკი: GE70TB7065736080100011 მიმღები: ნანუკას ფონდი

საქართველოს ბანკი: GE43BG0000000345851499 მიმღები: ნანუკას ფონდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g