Lauv-ის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერის I’m So Tired… პრემიერა შედგა. საინტერესოა, რომ სიახლე ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, რომელიც ამ დროისთვის 117 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.
ცნობილია, რომ სინგლი, რომელიც ტროი სივანთან დუეტია, 24 წლის შემსრულებლის მესამე მინი ალბომში Blurry Bodies შედის, რომლის რელიზი მიმდინარე წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ რგოლში მხოლოდ მანქანით მგზავრობის კადრი ჩანს, ახალგაზრდა ვარსკვლავები კი ვიდეოში ზურგით მსხდომები, ერთობლივი მელანქოლიური ნამუშევრის ფონზე ერთობიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Lauv-მა Superhero და კოლაბორაცია ჯულია მაიკლსთან There’s No Way გამოუშვა, რომელთაც ასევე ამერიკელი მომღერლის ახალ დისკში მოვისმენთ.