LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: აშშ-მა უარი უნდა თქვას მსოფლიო ბატონობის პრეტენზიაზე

113
6341408802e8bd4f9d002b19

ვაშინგტონმა სერიოზულად უნდა იმუშაოს თავის შეცდომებზე და უარი თქვას პრეტენზიებზე მსოფლიო ბატონობაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორ ლავროვი ამბობს, ვაშინგტონი „რთულად და მტკივნეულად ახერხებს მსოფლიოში ძალთა ახალი განლაგების გაცნობიერებას“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასძენს, რომ რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ ამერიკელები გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნებათ.

„ამერიკელებმა ფაქტობრივად ფეხქვეშ გათელეს საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიურ პრაქტიკაში ათწლეულების განმავლობაში არსებული დაუწერელი ტაბუები”, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ერთგული დარჩება განცხადებისა ბირთვული ომის დაწყების დაუშვებლობის შესახებ. ლავროვის განცხადებით,  რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს.

„რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, ასეთი მუქარის ენა მიუღებელია. ჩვენ ამ განცხადებებს შესაბამისი დასავლელი პოლიტიკოსების სინდისზე ვტოვებთ” – აცხადებს ლავროვი.

მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას და რუსეთი გამოჰყავს ბირთვული საფრთხის წყაროდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g