LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი და კულება ანტალიაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ – რას ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

139
2222

თურქული მედიის ინფორმაციით, 10 მარტ,  ანტალიაში, დიპლომატიურ ფორუმზე, უკრაინასა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივი შეხვედრა შედგება.

შეხვედრაში უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს, ხოლო რუსეთიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი მიიღებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ იმედოვნებს, რომ შეხვედრა იქნება ცვლილებების დასაწყისი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

„ლავროვი და კულება ანტალიაში ჩავლენ. შეხვედრა ჩემი მონაწილეობით გაიმართება. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ მის ორგანიზებაში“, – განაცხადა ჩავუშღლუმ.

მისი თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი საომარი მოქმედებების შეწყვეტაა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან 12 000-ზე მეტი თურქეთის მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

ფორუმი ქვეყნის სამხრეთით მდებარე კურორტ ანტალიაში 11-13 მარტს გაიმართება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

magti 5g