LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: „ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა“

155
Untitled design

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთი „დაკარგა“. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ევროკავშირი მოსკოვისთვის არამეგობრული გაერთიანებაა.

ლავროვმა მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირი თავადაა დამნაშავე, რომ რუსეთი დაკარგა.

„ევროკავშირმა რუსეთი დაკარგა, ამაში თავად ევროკავშირია დამნაშავე. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერები ღიად საუბრობენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობაზე.

კიევის კრიმინალურ რეჟიმს იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებენ, უკრაინაში ინსტრუქტორებსა და დაქირავებულ მებრძოლებს გზავნიან. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ ორგანიზაციად მივიჩნევთ“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, დღეს დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან რეალური დიალოგისთვის მზად არ არიან. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ღიაა თანამშრომლობისთვის თანაბარ პირობებში და ამავდროულად, რუსული ინტერესების გათვალისწინებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g