LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: რუსეთი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებაზე

130
ლავროვი

რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ლავროვმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია სახელმწიფო დუმასა და ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

„პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს აცხადებს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გადადებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მათთვის ჩვენთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები