LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება

133
LAVROV

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რუსეთის მიმართ ღია მტრულ პოლიტიკას ატარებს და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს დასავლეთის მოსაწონად“.

ლავროვის მტკიცებით, ამის ნათელი მაგალითია, რომ სანდუ ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებაზე ოცნებობს.

„დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის ნატოში, მას აქვს მოლდოვის მოქალაქეობა და მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანდეს და ზოგადად მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი ცდილობს იქ საკუთარი ზეგავლენის დამყარებას, თუმცა საპასუხოდ ჯერ ვერაფერს იღებს.

ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველო რუსეთთან მეგობრობით არის დაინტერესებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები