LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო

176
ლაზარე გრიგორიადისი

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის განმარტებით, ბრალდებით ლაზარე გრიგორიადისს ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა მიზეზი არ გააჩნია, რის გამოც შესაძლოა ის სხდომაზე არ გამოცხადდეს და ამიტომ, მისი ჩართვა ონლაინ მოხდეს.

ასევე ნახეთ

„ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები ვართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“.

„ბრალდებული გამოცხადდება სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ჩათვლის, რომ ის თავს არიდებს სხდომას და შესაბამისად, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”. – განაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისი: „ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა“

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g