LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

227
ლაზარე (1)

გასული წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, ლაზარე გრიგორიადისმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

გლდანის საპყრობილესთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ. თავად გრიგორიადისმა პირველი კომენტარით მადლობა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს გადაუხადა და თქვა, რომ „ბრძოლა გძელდება“.

მისი აზრით, მოსამართლე ზვიად შარაძემ გამამტყუნებელი განაჩენისას, პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

„აქციებზე შევხვდებით.. რუსუსლი კანონი ჩვენს დემოკრატიას ფსკერს უთხრის, ჩემი აზრით, ასეთი კანონები არ შეიძლება ევროკავშირის გზაზე მივიღოთ. კი, დღესაც ვაპირებ აქციაზე მისვლას“. – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ინფორმაციისთვის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 7-9 მარტის ე.წ აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს.

გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე იყო მსჯავრდადებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 31 მარტს შეეფარდა.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 1 წელი გაგრძელდა, მიმდინარე წლის 12 აპრილს კი, მოსამართლე ზვიად შარაზემ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ

„ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, 10:00 საათზე…“

იმავე დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა შეწყალების ოქმის გამოცემისთვის საჭირო სარეზოლუციო ნაწილი მას მხოლოდ 12 დღის შემდეგ, დღეს, 24 აპრილს გადაეცა.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავდადებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გასული წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.

ასევე, მსჯავრდადებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისი: „ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა“

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

პოპულარულები