LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზერული ეპილაცია-ბიზნესი, რომელიც საქართველოში მომგებიანია

514

საქართველოში მოთხოვნა ესთეტიკურ ცენტრებზე, განსაკუთრებით კი ლაზერული ეპილაციის კურთხით, ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია. როგორც „ფორტუნას“ კლინიკა „ეს თეტიკ ლაბორატორია“- ს წარმომადგენელმა, თეა მილორავამ განუცხადა, ლაზერული ეპილაცია, როგორც ბიზნესი, ჩვენს ქვეყნაში ძალიან მომგებიანია.

„პირადად ჩვენი კლინიკა პაციენტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით.  „ეს თეტიკ ლაბორატორია“- ს მომსახურებაში შედის: ეპილაცია დიოდის და ალექსანდრიტის ლაზერით, სპრეი რუჯი, კოსმეტოლოგია,  ასევე პერმანენტული მაკიაჯი“, – განაცხადა მილორავამ. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში წარმოდგენილია წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული ამერიკული და გერმანული აპარატები, მომსახურების ფასები კი ფიქსირებულია და 9-ლარიდან 76 ლარამდე მერყეობს.

როგორც „ეს თეტიკ ლაბორატორია“- ს წარმომადგენელმა განმარტა,  კლინიკა დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, ყველა ექიმს აქვს სულ მცირე 7 წლიანი სამუშაო  გამოცდილება და რაც მთავარიაა,  უმაღლესი სამედიცინო განათლება.

ცნობისთვის, კლინიკა „ეს თეტიკ ლაბორატორია“ 2016 წელს გაიხსნა და ამ ეტაპზე თბილისში, ყაზბეგის გამზირზე , ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი. სამომავლოდ კი კლინიკა გაფართოებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g