ბრედლის კუპერის ახალ ფილმში – „ვარსკვლავის დაბადება“ მონაწილეობისა და „სტარბაქსთან“ ერთად საქველმოქმედო პრომო-კამპანიების პარალელურად, ლედი გაგა ცდილობს, თავისუფალი დრო ახალ ბოიფრენდთან, კრისტიან კარინოსთან ერთად გაატაროს.
ტეილორ კინისთან ხუთწლიანი რომანი და კარზე მომდგარი ქორწილი მომღერალმა მოულოდნელად ჩაშალა და ცხოვრება კარინოს დაუკავშირა. 31 წლის ვარსკვლავი ცდილობს, რაც შეიძლება იშვიათად მოხვდეს პაპარაცების ობიექტივში, თუმცა ეს მას არც ისე ხშირად გამოსდის.