LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ბოიფრენდთან ერთად 4 ივლისის აღსანიშნავად ემზადება (ფოტოები)

100

ლედი გაგასა და მისი მენეჯერის, კრისტიან კარინოს რომანის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 4 თვე გავიდა და როგორც ჩანს, წყვილი სულ უფრო სერიოზულად ეკიდება ამ ურთიერთობას. პაპარაცებმა ვარსკვლავები მალიბუში, სურსათის მარკეტიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს. როგორც ჩანს, ოჯახი 4 ივლისისთვის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.

ეპატაჟურ ვარსკვლავს ჯინსის შორტი და წითელი მაისური ეცვა, თმა აწეული ჰქონდა და დიდი სათვალე ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავის ახალი რჩეულის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. მანამდე ის მსახიობ ტეილორ კინიზე იყო დანიშნული, თუმცა უცნობი მიზეზებით ეს კავშირი არ შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები