ცერემონია „გრემიზე“ ლედი გაგასა და Metallica-ს გამოსვლამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. როგორც ჩანს, ეს მათი უკანასკნელი კოლაბორაცია არ იყო: მომღერალი და ლეგენდარული ჯგუფი 2019 წელს ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ და ტურნესაც გამართავენ.
თავდაპირველად ამის შესახებ თავად გაგამ ისაუბრა, ამჯერად კი ინფორმაცია კოლექტივის გიტარისტმა, კირკ ჰამეტმა დაადასტურა. მისი თქმით, ალბომს “ The White Album“ ერქმევა.
ამ იდეის შესახებ აღფრთოვანება ვერ დამალა ლარს უილრიჰმაც და განაცხადა, რომ მათი გამოსვლა „გრემიზე“ უჩვეულო რამ იყო, ამიტომ საერთო ალბომზე მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდება.