LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა და მისი აგენტი კრისტიან კარინო დაინიშნენ

241

პირველად 31 წლის ლედი გაგასა და მისი 48 წლის აგენტის, კრისტიან კარინოს ურთიერთობებზე თებერვალში დაიწყეს საუბარი. თუმცა, ვერავინ ივარაუდებდა იმას, რომ სულ რამდენიმე თვის შემდეგ პრესა მათ ნიშნობაზე დაწერდა. თუკი დასავლურ პრესას დავუჯერებთ, კარინო მომღერლის წინ ცალ ფეხზე დაეშვა და ცოლობა სთხოვა.

ამბობენ, რომ ნიშნობა ჯერ კიდევ ზაფხულში შედგა, კარინომ გაგას მამასაც კი სთხოვა ქალიშვილის ხელი. ქორწილზე საუბარი ჯერ არ არის, წყვილი ჯერჯერობით მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა ორიენტირებული.

ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგა ფიბრომიალგიით იტანჯება, ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც მთელი სხეულის ტკივილს, დაღლილობას, უძილობასა დადეპრესიას იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები