LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა და მისი ახალი ბოიფრენდი გრძნობებს აღარ მალავენ (ფოტოები)

69

ლედი გაგასა და კრისტიან კარინოს რომანი ელვის სისწრაფით ვითარდება – წყვილი არათუ პაპარაცებს აღარ ემალება, პირიქით, მათ თვალწინ სიყვარულის გამოვლინებას დემონსტრირებას უკეთებს.

გასულ უქმეებზე ვარსკვლავი და მისი ახალი რჩეული ერთ-ერთ წვეულებაზე დააფიქსირეს – როდესაც ფოტოგრაფები შენიშნეს, გაგა კრისტიანს ჩაეხუტა და ვნებიანად აკოცა.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი თავის საქმროს, მსახიობ ტეილორ კინის გასული წლის დასაწყისში დაშორდა. ცოტა ხნის წინ კი ლედი გაგამ მას ნიშნობის ბეჭედიც უკან დაუბრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები