LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ერთი დღით მასწავლებელი გახდა (ვიდეო)

74

ბოლო დროს, ლედი გაგა მუსიკის გარდა ბევრი რამით არის დაკავებული: ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს ბრედლი კუპერის ახალ ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“, ხან ქველმოქმედების ფარგლებში „სტარბაქსში“ ბარისტად მუშაობს, ამჯერად კი ახალი სოციალური კამპანიისთვის მან მასწავლებლის როლიც მოირგო.

ვიდეოს ჩასაწერად მომღერალმა მართლაც მოინახულა სკოლის მოსწავლეები და მათ დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. რგოლი კამპანია Staples for Students-ის ფარგლებში ლედი გაგას საქველმოქმედო ფონდთან Born This Way Foundation თანამშრომლობით შეიქმნა და ის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის პირობების მაქსიმალურ გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები