ამ დღეებში ლედი გაგა ბარბარა სტრეიზანდს სტუმრობდა. ლეგენდარული მომღერლისგან ახალგაზრდა კოლეგამ სამსახიობო ოსტატობის რამდენიმე გაკვეთილებიც გაიარა, რაც „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეხუთე სეზონის გადაღებებში დაეხმარება.
ლედი გაგასთან ერთად სტრეიზანდს ფილმის პროდიუსერი რაიან მერფი, ასევე მსახიობი ჯონ ტრავოლტა და მისი მეუღლეც სტუმრობდნენ.