LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ კონცერტი ავადმყოფობის გამო გადადო

66

მომღერალმა ლედი გაგამ კონცერტი ავადმყოფობის გამო გადადო. შოუ მსოფლიო ტურნეს Joanne-ის ფარგლებში 4 სექტემბერს მონრეალში უნდა გამართულიყო, თუმცა თავად ვარსკვლავის თქმით, მან სცენაზე გასვლა ვერ შეძლო, რადგან წინა დღეებში ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე მონაწილეობა სანახევროდ წვიმაში მოუწია.

კონცერტის ორგანიზაორების თქმით, მომღერალს მწვავე რესპირატორული ინფექცია და ლარინგიტი აქვს. ამ დროისთვის ახალი კონცერტის გამართვის თარიღზე მიდის მოლაპარაკება, რომლისთვისაც მონრეალის ბილეთები იმოქმედებს.

6 და 7 სექტემბერს ლედი გაგას გამოსვლა ტორონტოში იყო დაგეგმილი, ხოლო ამის შემდეგ ის ფილადელფიაში უნდა გამგზავრებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები