LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი დაწერა

102

ლედი გაგამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჰიმნი დაწერა.
ამერიკელმა მომღერალმა ტრეკის დასამტკიცებლად ფიფას მიმართა.

მომღერლის პროდიუსერმა ნადირ ჰაიატმა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც RedOne, აღნიშნა, რომ არ იცის, როდის მიიღებს ფიფასგან პასუხს.

იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი გამოდგა, ფანები ამ სიმღერას მაინც მოუსმენენ, განაცხადა პროდიუსერმა.

გასული წლის თებერვალში ლედი გაგამ სუპერბოულის შესვენებაზე იმღერა.

ჰაიატი ლედი გაგას ბევრი სიმღერის ავტორია.
მას უკვე დაუწერია სიმღერები მსოფლიო ჩემპიონატისთვის: Bambоо 2006 წელს და We are one 2014 წელს. მაშინ სიმღერები რეპერმა Pitbull-მა და ჯენიფერ ლოპესმა შეასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g