ლედი გაგამ სერიალ „უენსდეის“ მეორე სეზონისთვის სიმღერა ჩაწერა. წყაროს ცნობით, კომპოზიცია Dead Dance და კლიპი სექტემბერში გამოვა.
ცნობისთვის, ლედი გაგა „ნევერმორის“ აკადემიის მასწავლებელს, როზალინ როტვუდს განასახიერებს.
„უენსდეის“ მეორე სეზონის პირველი ნაწილი ეკრანებზე 6 აგვისტოს გამოვა, დანარჩენი ეპიზოდები კი 3 სექტემბერს.
ცნობისთვის, ,,უენსდეის” პრემიერა ,,ნეტფლიქსზე”, 2022 წელს შედგა. სერიალის პირველ სეზონს დიდი წარმატება ხვდა წილად, მან „ემის“ 12 ნომინაცია მოიპოვა. სერიალის რეჟისორი, ტიმ ბარტონია.