ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლედი გაგა და ტეილორ კინი შერიგდნენ, პრესაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, თუმცა დღეს დასავლური მედია ახალმა ამბავმა მოიცვა: გაგას რომანი არა ყოფილ საქმროსთან, არამედ კომპანია The Creative Artists Agency-ს აგენტთან, კრისტიან კარინოსთან აქვს.
ცნობილი ხდება, რომ სუპერბოულის შოუზე გასვლამდე მომღერალი და მისი ახალი რჩეული სულ ერთად იყვნენ, ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და სელფებს იღებდნენ. ამ დღეებში წყვილი ტომი ჰილფიგერის ჩვენებაზეც ერთად მივიდა.
ბუნებრივია, ჯერ-ჯერობით კომენტარს არცერთი მხარე არ აკეთებს.