ტეილორ კინისთან დაშორების შემდეგ, ლედი გაგა დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. ვარსკვლავმა 48 წლის კრისტიან კარინოსთან რომანიც გააბა, თუმცა პირად ცხოვრებაზე პირველი კომენტარი მხოლოდ ახლა გააკეთა.
მომღერალმა აღიარა, რომ ძალიან უყვარს თავისი ახალი ბოიფრნდი და მასთან თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს.
„ის ცდილობს, ჩემს გვერდით იყოს ყოველთვის. მაშინაც, როდესაც სცენაზე ავდივარ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვარს, მზად არის დაგიჭიროს თუ ფეხი დაგიცდა“, – განაცხადა 30 წლის ვარსკვლავმა.
გაგამ ტეილორ კინისთან დაშორებაზეც ისაუბრა: „მე და ტეილორი ძალიან ბევრს ვჩხუბობდით და ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. ურთიერთობაში ერთმანეთის გაგება და ერთი მიმართულებით სიარული აუცილებელია, ჩვენ კი ეს არ გვქონდა“.