ლედი გაგამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ევროპაში გასამართი კონცერტები გადადო. ინფორმაცია ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ გავრცელდა.
ევროპული ტურნე 21 სექტემბერს ბარსელონაში უნდა დაწყებულიყო და 28 ოქტომბერს გერმანიაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონცერტები 2018 წელს გაიმართება. მიზეზად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, რის გამოც მომღერალი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სწორედ მათ ურჩიეს ვარსკვლავს, დროებით, გამოსვლებზე უარი თქვას.
ლედი გაგამ ევროპელ მსმენელს გაგებისა და სიყვარულისთვის მადლობაც გადაუხადა.