ამ დღეებში ლედი გაგა და მისი ბოიფრენდი, კრისტიან კარინო სეირნობის დროს დააფიქსირეს. წყვილს სტილიც ერთნაირი ჰქონდა შერჩეული და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავისა და მისი მენეჯერის რომანი 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო. წყვილის ურთიერთობა ელვის სისწრაფით ვითარდება, ცოტა ხნის წინ ლედი გაგა ოჯახის შექმნაზეც ალაპარაკდა.