მუსიკალური ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის მონაწილეობით, დიდ ეკრანებზე 2018 წლის 28 სექტემბერს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety აქვეყნებს. პროექტზე სტუდია Warner Bros. მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ „ვარსკვლავის დაბადება“ ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტია. მასში სიუჟეტი ცნობილი მუსიკოსის გარშემო განვითარდება, რომელიც დამწყებ არტისტს წარმატების მიღწევაში ეხმარება.