CNN-ის ცნობით, ლედი გაგას „ვალენტინოს“ კაბა, რომელიც მას ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე ეცვა, სასტუმროს დამლაგებელმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. კაბა ვარსკვლავს, სასტუმროში დარჩა, მეორე დღეს კი ის დამლაგებელმა იპოვა.
აუქციონის სახლმა დამლაგებლის წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ის სასტუმროში ინახებოდა, შემდეგ კი სასტუმრომ მას ეს კაბა ლედი გაგასგან საჩუქრად გადასცა.
სანდერსის აუქციონის წარმომადგენლების განცხადებით, კაბა 20 ათასიდან 40 ათას დოლარამდე გაიყიდება.
https://www.youtube.com/watch?v=4gnn6HjXNBE