„ოსკარის“ მფლობელმა ლედი გაგამ ახალი ალბომის Chromatica აპოკალიპსური გარეკანი წარადგინა.
არტისტმა თავის, 196,2 მილიონ გამომწერს ფოტოები გაუზიარა და მათი აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
ჩვეული ეპატაჟი და ბრენდების ცვენა – 34 წლის არტისტს ცალ ფეხზე „სესილიო კასტილიოს“, ხოლო მეორეზე ,,გასოლინ გლამურის” ფეხსაცმელი აცვია.
https://www.instagram.com/p/B-nQ2KYFYWF/
შეგახსენებთ, არტისტმა სულ ცოტა ხნის წინ, ახალი სიმღერა Stupid Love და მასზე გადაღებული კლიპი წარადგინა, ნამუშევარმა აღიარება უკვე მოიპოვა.
პრემიერა: ლედი გაგას შემოქმედებაში ყველაზე ფერადი ვიდეოკლიპი - არტისტმა ახალი ნამუშევარი გაავრცელა
ლედი გაგამ კომპოზიციაზე Stupid Love კლიპი გადაიღო. მელოდია საკმაოდ ამყოლია, ვიდეო კი ძალიან ფერადი