7 სექტემბერს, ნიუ-იორკში, 42-ე MTV Video Music Awards გაიმართა.
დაჯილდოების ტოპ ნომინატი, ლედი გაგა საღამოს ტრიუმფატორადაც იქცა. მან 12-დან 4, მათ შორის ,,წლის არტისტის” ნომინაციაში მოიგო. ამ უკანასკნელის მისაღებად მუსიკოსი სცენაზე სამადლობელი სიტყვით წარდგა, შემდეგ კი შოუ საპატიო მიზეზით დატოვა და მისი მიმდინარე ტურნეს კონცერტის გასამართად წავიდა.
,,რომ შემეძლოს დავრჩებოდი, თუმცა მედისონ სკვერ გარდენში უნდა დავბრუნდე” – დასძინა მომღერალმა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების პარალელურად ასევე ნიუ-იორკში, თუმცა სხვა ლოკაციაზე The Mayhem Ball-ის კონცერტი იწყებოდა, თუმცა მუსიკოსი ცერემონიაზე მაინც მივიდა და მისი გამოჩენით ფურორი მოახდინა. დადიოდა ხმები, რომლის თანახმად თარიღების დამთხვევის გამო, MTV დაჯილდოების გამართვის რიცხვის შეცვლას გეგმავდა, რათა გაგას საღამოზე დასწრება შეძლებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლედი გაგას პერფორმანსი MTV Video Music Awards-ის სცენაზე არ შემდგარა. მისი თავბრუდამხვევი სანახაობა სიმღერებზე – Abracadabra და The Dead Dance წინასწარ გადაიღეს, მაყურებელმა კი სანახაობის ჩანაწერი იხილა.
ცნობისთვის, ბოლოს შემსრულებლის პერფორმანსი VMAs-ზე 2020-ში, კორონავირუსის პანდემიის დროს, განსხვავებულ ფორმატში ჩატარებული ღონისძიების დროს ვიხილეთ. დაჯილდოებაზე მუსიკოსის დებიუტი, 2009 წელს შედგა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, ლედი გაგა მეშვიდე სტუდიური ალბომის – Mayhem მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეშია, რომელიც მომავალ წლამდე გაგრძელდება.
ლედი გაგას ტურნე გრანდიოზულად გაიხსნა – ცნობილია, როდის დაიწყება The Meyhem Ball-ის ევროპული ნაწილი