LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის მიძღვნა ლოს-ანჯელესს – დუეტმა ,,გრემიზე” საკულტო ჰიტი შეასრულა და ჯილდოც მოიგო

174
photo-collage.png (27)

ლოს-ანჯელესში, ,,გრემის” 67-ე დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია პომპეზურად შედგა და თავი არაერთი მნიშვნელოვანი მომენტით დაგვამახსოვრა.

შოუ ელ-ეის გამანადგურებელი ხანძრების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებითი თანხების შეგროვებას მიეძღვნა და ,,ანგელოზთა ქალაქისადმი” პატივსაცემი პერფორმანსებით გამოირჩა.

ტრიბიუტთა ნაწილში მონაწილეობა ლედი გაგამ და ბრუნო მარსმაც მიიღეს. დუეტმა საკუთარი ინტერპრეტაციით საკულტო ჰიტი – California Dreamin’ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა და ბრუნო მარსი ერთობლივი სიმღერით – Die with a Smile ,,გრემიზე” ორ ნომინაციაში იყვნენ წარდგენილი. მათი თანამშრომლობა ,,დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ პერფორმანსად” დასახელდა.

საგულისხმოა ისიც, რომ დაჯილდოების მიმდინარეობისას, ლედი გაგამ თანხმლებ კლიპთან ერთად, მეშვიდე სტუდიური ალბომის – Mayhem მეორე სინგლი – Abracadabra  წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები