LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული აზედინ ალაიას პირველი სუნამო უკვე თბილისშია

807

„ასსა ჰოლში“ გამართული პრესს-ლანჩი საოცრად განსხვავდებოდა იმ პრეზენტაციებისგან, რომელსაც მიჩვეულია თბილისელი მაყურებელი. წარმოშობით ტუნისელი დიზაინერის ქართული პრეზენტაცია ერთი ერთში იმეორებდა ფრანგული დახვეწილობის ყველა ელემენტს, დაწყებული სამოსიდან დასრულებული, სუნამოთი. ანუ იმ პირველი პარფიუმით, რომელიც „ისი პარის“ მაღაზიათა ქსელმა ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა. უკვე დღეს ახალი სუნამოს შეძენა აზედინ ალაიას ყველა გულშემატკივარს შეუძლია. ეს ბრენდი თავისი დახვეწილობით, ინდივიდუალურობით, სიმდიდრითა და ვარსკვლავური ბრწყინვალებთ ერთდროულად ცივი და თბილი სურნელის მოყვარულებს გააოცებს. სუნამო აქტიური, ცხოვრების მოყვარული და საქმიანი ქალებისთვისაა შექმნილი. სწორედ ისეთებისთვის, როგორებიც არიან მიშელ ობამა, ბიონსე, რიანა, ლეიდი გაგა და მრავალი სხვ. ამ უკანასკნელთა საყვარელი დიზაინერი კი აზედინ ალაიაა.

აზედინ ალაია ტუნისში დაიბადა 1939 წელს, თუმცა რეალურად ის ფრანგ დიზაინერად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ალაია ფერმერთა ოჯახში დაიბადა, ბავშვობიდან იტაცებდა კინომატოგრაფია და მოდის სამყარო. ის 1957 წელს პარიზში გაემგზავრა და დახვეწილი ხელოვნების სკოლაში სწავლა დაიწყო, ხოლო შემდეგ დიორის მოდის სახლში გააგრძელა მუშაობა. მოგვიანებით კი, მან Guy Laroche-სთან და Thierry Mugler-თან დაიწყო მოღვაწეობა. 1960 წელს მისი კლიენტი ხდება გრაფინია ნიკოლ დე ბლეჟე, რომელმაც ის პარიზის მაღალი წრის საზოგადოებას გააცნო. ამავე პერიოდში კი აზედინ ალაიას სამოსის მომხმარებელი გახდა ლეგენდარული გრეტა გარბო.

საკუთარი ბრენდის დარეგისტრირება აზედინ ალაიამ მხოლოდ 1980 წელს შეძლო. სწორედ ამ დროს წარმოადგინა ალაიამ თავისი პირველი სახელობითი კოლექცია ქალებისთის, რომელიც ცნობილ უნივერმაგებში გაიყიდა. სწორედ 80-იანი წლების შუაგულს შექმნა ალაიამ საიმიჯო ანსამბლი გრეისი ჯონსისთვის, რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა. მალე მის სამოსში ტინა ტერნერი, ჯეისი ნორმანი, მადონა და ჯანეტ ჯექსონიც გამოჩნდნენ. ის ქმნიდა სამოსს, რომელიც ხაზსს უსვამდა ქალის სხეულის სილამაზეს: კაბები კორსეტით, გამჭვირვალე დანამატებით, მომჯდარი ჟაკეტებით და ფანქრის სილუეტის ქვედაბოლოებით. პრინტის ნაცვლად ის ხშირად იყენებდა მაგიური ცხოველების პრინტს, რომელიც კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზსს ქალის გრაციოზულობას. მისი საყვარელი ფაქტურა კი, გახლავთ ტყავი.

აზედინ ალაიამ 1984 წელს  Oscars de la Mode-ის საპატიო ჯილდო მიიღო წლის დიზაინერისა და წლის კოლექციის ნომინაციაში და ის საგანგებოდ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა დააჯილდოვა. აზედინ ალაიას ჩვენებებში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ლეგენდარული მოდელები, როგორებიც არიან კრისტი ტარლინგტონი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა, იმანი, სტეფანია სეიმური და ნაომი ქემბელი. 1988 წელს დიზაინერმა გახსნა ბუტიკები ნიუ-ორკსა და პარიზში. 1989 წელს, ფრანგული რევოლუციის 200 წლის იუბილეზე მან შექმნა კაბა ლურჯის, წითელისა და თეთრის საოცარი კომბინაციით. 1992 წელს, დის გარდაცვალების შემდეგ ალაიამ შემოქმედებითი პაუზა გამოაცხადა და მუშაობა მხოლოდ ექსკლუზიური კლიენტებისთვის გააგრძელა.

2013 წელს დიზიანერმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Beaute Prestige International-თან პარფიუმის Azzedine Alaia-ს წარმოებაზე. პირველი სახელობითი სუნამოს პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს ხატია შამუგიამ უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოპულარული სატელევიზიო შოუს წამყვანებიც, ეკა ხოფერია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ჯაჯანიძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g