LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Bugatti ზამთრისა და ძაღლის წინააღმდეგ (ვიდეო)

47

Youtube-ის მომხმარებელმა ნიკით Davide Cironi იშვიათი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ლეგენდარული სუპერქარის Bugatti EB 110-ის ორი პროტოტიპი მონაწილეობს. რგოლში ავტომობილები თოვლზე მიდიან და მათ ძაღლი უყეფთ.

ვიდეო ალპებში, იტალიის ტერიტორიაზე ავტომობილების ზამთრის ცდებისას არის გადაღებული. მასში ორი წინასერიული ავტომობილი, კოდური აღნიშვნით A3 და A4 მონაწილეობს. A3 სხვადასხვა ცდებში მონაწილეობდა, მათ შორის საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვის დონის შესამოწმებლად. ხოლო A4 სრული ამძრავისა და სხვა ტექნიკური მხარეების გასამართად გამოიყენებოდა.

Bugatti მოდელს EB 110-ს 1991-95 წლებში უშვებდა, სულ ასეთი 139 ერთეული გამოვიდა. ავტომობილი 3,5 ლიტრიანი V12 ძრავით, ოთხი ტურბინით, სრული ამძრავითა და გადაცემათა მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი. ჩვეულებრივი ვერსია 560 ცხენის ძალას ავითარებდა, თუმცა არსებობს მისი 612 ცხენის ძალიანი SS ვერსიაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები