ბოლო დროს მუსიკალურ სამყაროში ლეგენდარული მუსიკოსებისა და მუსიკალური კოლექტივების გააქტიურება შეინიშნება. ისინი აანონსებენ ტურნეებს და ერთმანეთის მიყოლებით, ახალ ალბომებს უშებენ.
10 წლიანი პაუზის შემდეგ, ოზი ოსბორნმა ახალი ალბომი გამოუშვა
ნამუშევარი საკმაოდ საინტერესოა, მასში 11 კომპოზიცია შედის და კოლაბორაციები ისეთ მუსიკალურ არტისტებთან არის წარმოდგენილი, როგორებიც ელტონ ჯონი, პოსთ მელოუნი და ტრევის სკოტი არიან
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი, ჰარდ-როკისა და ჰევი-მეტალის პიონერი, Deep Purple ახალ ალბომს გამოუშვებს. ალბომი საელწოდებით Whoosh! ბენდის რიგით 21-ე ალბომი იქნება, ნამუშვარში 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. მისი პროდიუსერი ბობ ეზრინია. აღსანიშნავია, რომ მასთან ჯგუფის წევრებს წარსულშიც უთანამშრომლიათ.
ლეგენდარული ჯგუფის ალბომს, 12 ივნისს მოვისმენთ.