ლეგენდარული ჯგუფი Eagles გამოსამშვიდობებელ ტურნეს The Long Goodbye EVER აანონსებს. ამით კოლექტივი 50 წლიან მოღვაწეობას ასრულებს.
„ჩვენი მოღვაწეობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ამაზე ვიოცნებებდით. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოვიდა დრო, წრე შეიკრას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფმა Eagles-მა ალბომების გაყიდვით მაიკლ ჯექსონის რეკორდი მოხსნა
ცნობისთვის, ამერიკული როკ-ჯგუფი ლოს–ანჯელესში, 1970-იან წლებში შეიქმნა და იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბენდად იქცა. მათი ყველაზე ცნობილი ალბომია Hotel California, ამავე სახელწოდების სიმღერით, რომელიც მათ აბსოლუტურ ჰიტად ითვლება. ჯგუფი 1980 წელს დაიშალა, თუმცა 1994 კვლავ გაერთიანდა. 1998 წელს კოლექტივი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ შეიყვანეს.