LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

273
Untitled design (8)

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ცნობისათვის, ლევან თედიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Saturday, February 17, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები