LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Uriah Heep-ის წევრი, კენ ჰენსლი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

129
page

ლეგენდარული ინგლისური როკ-ჯგუფის Uriah Heep-ის წევრი, კენ ჰენსლი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ძმა სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა გაუწყოთ, რომ ჩემი ძმა კენ ჰენსლი მშვიდად გარდაიცვალა. კენმა დაგვტოვა, თუმცა, მას არასდროს დავივიწყებთ და მუდამ ჩვენს გულებში დარჩება. მშვიდობით“ – წერს არტისტის ძმა.

შეგახსენებთ, ჰენსლი Uriah Heep-ის, კლავიშისტი 1970-იდან 1980 წლებში იყო. თუმცა ჰენსლის ზეგავლენა Uriah Heep-ის 2008 და 2011 წლების ალბომებში წარმოდგენილ თითქმის ყველა სიმღერაში მკაფიოდ იგრძნობა. ის ისეთი კომპოზიციების ავტორია როგორიცაა: July Morning, Look at Yourself, Paradise/The Spell, Rain, Sircle Of Hands, Return To Fantasy, The Hanging Tree, Firefly, რომელთა გარეშეც Uriah Heep სახელს ნამდვილად ვერ მოიხვეჭდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები