ჰოლივუდის ვარსკვლავი, კეტი ბეიტსი ბოლო დროს საოცარ ფორმაშია. მსახიობი, რომელსაც მუდამ აწუხებდა ჭარბი წონა, ამბობს, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ახლა იპოვა.
ფილმის „მიზერი“ ვარსკვლავმა წონაში „ოზემპიკის“ გასახდომი ინექციისა და სწორი კების დახმარებით დაიკლო და ჯამში 45 კილოგრამით ნაკლებს იწონის.
მსახიობი ამბობს, რომ ამ შედეგს შვიდ წელიწადში მიაღწია. კეტი ბეიტსს, შვიდი წლის წინ, დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობის თქმით, ამ დაავადებას მისი მამის სიცოცხლე შეეწირა, ამიტომ ცხოვრების სტილის რადიკალური შეცვლა მოუწია.
აღმოჩნდა, რომ კეტის ძალიან უყვარდა სწრაფი კვების ობიექტები და საღამოს ტკბილეულის მიღება, რაზეც სრულად უარი თქვა, 76 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურ ფორმაშია.