LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

600
11

ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვგულშემატკივრობდით და რომელთა თამაშისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდით, ერთმანეთს 7 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდებიან. მაშ ასე, საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების სუპერმატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო, ღირებულება კი 15-დან 45 ლარამდეა.

GEO11-სა და Inter Forever-ის დაპირისპირება „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი იქნება, რომელიც Sports Orient-ის ორგანიზებითა და „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით გაიმართება.

თავიდან ცნობილი იყო, რომ GEO11-ის შემადგენლობაში ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, გამორჩეული მოთამაშე და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი მოთამაშეები, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკლუბო კარიერა ჰქონდათ – ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ GEO11-ის წინააღმდეგ ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, ინტერის ლეგენდარული კაპიტანი ხავიერ ძანეტი, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი, არგენტინელები ესტებან კამბიასო და დიეგო მილიტო – ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წევრები, რომლებსაც ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა – ამ გუნდმა 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ ლეგენდარული შემადგენლობიდან ბათუმში 9 ფეხბურთელი ითამაშებს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების ქართული ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავებთან თამაში ტრადიციად ჩამოყალიბდება, რათა გულშემატკივრებს საქართველოში მათი ხილვის შესაძლებლობა უფრო ხშირად მიეცეთ.

(R)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები