LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეღვის ნახარშით კიდევ ერთი ადამიანი დაიწვა

389
woman-sunburn-beach

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ცენტრში ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი ადამიანი შეიყვანეს. შემთხვევა ერთ-ერთ რეგიონში დაფიქსირდა. როგორც გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოქალაქემ რუჯის მიღება ამ გზით სცადა და დაიწვა.

მისივე თქმით, ამ გზით მიღებული მძიმე დამწვრობა ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას, ანალიზებს და გადასხმებს საჭიროებს.

გუგა ქაშიბაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში თბილისის დამწვრობის ცენტრში რუჯის მიღების დროს მიღებული დამწვრობით 15 ადამიანი შეიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g