LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა „მარკ ჯეიკობსის“ 5 ათას დოლარიან კაბაში (ფოტო)

416
gagaladyshow

ლეიდი გაგამ კოსტიუმების მასშტაბური შოუსთვის – Met Gala 2019 მზადება უკვე დაიწყო. ოსკაროსანი მომღერალი ამჯერად ნიუ-იორკში შოუს პრე-ფართს სტუმრობდა, სადაც უკვე მოახერხა ფურორის მოხდენა. 33 წლის გაგა გალა-ვახშამზე „მარკ ჯეიკობსის“ ექსტრავაგანტული კაბით გამოჩნდა, რომლის ღირებულება 5 ათასი ამერიკული დოლარია. ეს კაბა ჯეიკობსის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექციიდანაა.

კაბას ლეიდი გაგამ Jacquemus-ის მინიმალისტური ჩანთა შეუხამა, რომელშიც ტუჩსაცხიც კი არ ჩაეტეოდა. ანსამბლს ფეხსაცმელი პლატფორმაზე და ფრედი ასპირასის მიერ შექმნილი ვარცხნილობა ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები