LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიკერსი, სუპერბოული, ჩემპიონთა ლიგა… რას განიხილავდნენ ტვიტერში 2020 წელს

92
FORTUNA.GE (60)

სოციალურმა ქსელმა “ტვიტერმა” წელი შეაჯამა და 2020 წლის ყველაზე განხილვადი გუნდები და მოვლენები დაასახელა.

ყველაზე განხილვად ტოპ გუნდებში მოხვდნენ:

1. “ლოს ანჯელეს ლეიკერსი”, კალათბურთი;

2. “მანჩესტერ იუნაიტედი:, ფეხბურთი;

3. “ბარსელონა”, ფეხბურთი;

4. “ლოს ანჯელეს დოჯერსი”, ბეისბოლი;

5. “რეალი”, ფეხბურთი;

6. “ლივერპული”, ფეხბურთი;

7. “ფლამენგო”, ფეხბურთი;

8. “არსენალი”, ფეხბურთი;

9. “ჩელსი”, ფეხბურთი;

10. პსჟ, ფეხბურთი.

 

როგორც ხედავთ, უმეტესობა საფეხბურთო კლუბია, თუმცა პირველ ადგილზე მაინც არასაფეხბურთო გუნდი აღმოჩნდა.

რაც შეეხება წლის ყველაზე განხილვად სპორტულ მოვლენებს, აქაც “ტვიტერის” პოპულარული ოკეანის გაღმა უნდა ვეძებოთ. ეს გახლავთ სუპერბოული “კანზას სიტი” და “სან ფრანცისკოს” შორის. სამეულში ორი ევროპული ფეხბურთიც მოხვდა. ჩემპიონთა ლიგის უმაყურებლო ფინალი პსჟ-სა და “ბაიერნს” შორის (0:1) და ლიგის 1/4 ფინალი, რომელშიც იმავე “ბაიერნმა” “ბარსელონა” 8:2 გაანადგურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები