LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა ხარ და დივა ხარ და შენი ეპოქა გაქვს შექმნილი – რატომ დაინტერესდა ლელა წურწუმიას სიმღერითა და შემოქმედებით თორჩო

6644
ფორტუნა - 2023-09-25T232851.453

გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მორიგი სტუმარი იყო გიორგი თორაძე. გიორგი თორაძე ლელა წურწუმიას ბენდის წევრია, რომელსაც ბევრი თორჩოს მეტსახელით იცნობს.

ლელა წურწუმია დაინტერესდა ჯენზი თაობის წარმომადგენელი რატომ დაინტერესდა ლელას სიმღერითა და შემოქმედებით, მაშინ როცა, მისი თაობა სულ სხვა მუსიკას უსმენს.

„ლელა ხარ და დივა ხარ და შენი ეპოქა გაქვს შექმნილი. ყველაფერს შენით მიაღწიე და პირველ რიგში ესაა საინტერესო შენთან მუშაობის დროს. ხარ ქალი, რომელმაც თვითონ შექმნა თავისი მუსიკალური ეპოქა და ქმნის დღემდე“. – პასუხობს გიორგი თორაძე.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ დადის მისი თაობა ლელას კონცერტზე.

„ვფიქრობ, რომ საინტერესო პროდუქტს სთავაზობ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები